JavaScript Menu, DHTML Menu Powered By Milonic

პოლიტიკა
დიპლომატიური სამსახური
საგარეო ურთიერთობები
განცხადებები და კომენტარები
ახალი ამბები
ფოტო გალერეა
პრეს–ცენტრი
ანონსი
ვაკანსიები
 
05.10.2012
არქივი

ცხელი ხაზი

 

განთავსების თარიღი: 21.09.2012  
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ადმინისტრაციულ ხაზთან რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების კონცენტრაციასთან დაკავშირებით

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება

უკანასკნელ ხანებში, საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ადმინისტრაციულ ხაზთან რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების მხრიდან მიმდინარეობს შეტევითი შეიარაღების კონცენტრაცია და, შესაბამისად, იზრდება პროვოკაციის საფრთხეც.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის განცხადება საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ადმინისტრაციულ ხაზთან რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების რაოდენობის ზრდასთან დაკავშირებით

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება

უკანასკნელ პერიოდში, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა პირებმა არაერთხელ გააკეთეს განცხადება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების საოკუპაციო ხაზებთან საქართველოს მიერ სამხედრო ნაწილებისა და აღჭურვილობის ზრდის თაობაზე.

  საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება ლიბანში განხორციელებულ ტერორისტულ აქტთან დაკავშირებით

logo

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ღრმა შეშფოთებას გამოხატავს და მკაცრად გმობს ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში განხორციელებულ ტერორისტულ აქტს, რომლის შედეგადაც დაიღუპა რვა ადამიანი, მათ შორის ლიბანის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, გენერალი ვისამ ალ ჰასანი.

განთავსების თარიღი: 20.10.2012 ვრცლად...
ინფორმაცია საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის კომიტეტის მე-12 სხდომის შესახებ

2012 წლის 19 ოქტომბერს ქ. ბრიუსელში გაიმართა საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის კომიტეტის მე-12 სხდომა, რომელსაც ქართული მხრიდან თავმჯდომარეობდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი სერგი კაპანაძე, ხოლო ევროკავშირის მხრიდან - ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის (EEAS) ევროპისა და ცენტრალური აზიის მმართველი დირექტორის მოადგილე გუნარ ვიგანდი.

განთავსების თარიღი: 20.10.2012 ვრცლად...
განთავსების თარიღი: 18.10.2012

ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის, ჯეიმს აპატურაის ვიზიტი საქართველოში

ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის, ჯეიმს აპატურაის ვ
ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით 18 ოქტომბერს ეწვია. ვიზიტის მიზანი იყო საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის მიმართ ალიანსის მხარდაჭერის კიდევ ერთხელ დადასტურება და ქვეყნის ალიანსში გაწევრიანების პროცესის განხილვა მოქმედი ხელისუფლებისა და საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული კოალიცია „ქართული ოცნების" მინისტრობის კანდიდატებთან.

 
განთავსების თარიღი: 18.10.2012

ინფორმაცია საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ღირსების ორდენით დაჯილდოვების შესახებ

ინფორმაცია საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ღირსების ორდენით დაჯილდოვების ცერემონიალის შესახებ
2012 წლის 18 ოქტომბერს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მასაიოში კამოჰარას ღირსების ორდენით დაჯილდოვების ცერემონიალი.

 
განთავსების თარიღი: 18.10.2012

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, თორნიკე გორდაძისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის, სერგი კაპანაძის ვიზიტი ბრიუსელში

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის თორნიკე გორდაძისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის სერგი კაპანაძის ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, 2012 წლის 18 ოქტომბერს გაიმართა ორმხრივი შეხვედრა ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილესთან, მ. პოპოვსკისთან.

 
განთავსების თარიღი: 16.10.2012

ინფორმაცია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ლუქსემბურგში სამუშაო ვიზიტის შესახებ

ინფორმაცია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ლუქსემბურგში სამუშაო ვიზიტის შესახებ
2012 წლის 15 ოქტომბერს გაიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის გრიგოლ ვაშაძის სამუშაო ვიზიტი ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში. მინისტრმა ვაშაძემ ორმხრივი შეხვედრა გამართა ლუქსემბურგელ კოლეგასთან, ვიცე-პრემიერთან და საგარეო საქმეთა და იმიგრაციის მინისტრთან ჟან ასელბორნთან. 

 
განთავსების თარიღი: 13.10.2012

ინფორმაცია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის შესახებ

ვიზიტი გერმანიაში
2012 წლის 12 ოქტომბერს გაიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის გრიგოლ ვაშაძის სამუშაო ვიზიტი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში.

 
საგარეო საქმეთა მინისტრი
ოქტომბერი 2012
კვორსაოთხუპაშა
256
7812
14151719
21222324252627
28293031 

რუსული აგრესია

ტალიავინის მასალები

gr

ად უფლებები

Georgia.gov.ge