არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება
|
|
|
პარასკევი, 19 ოქტომბერი 2012
|
2012 წლის 16 ოქტომბერს პრემიერ მინისტრობის კანდიდატმა ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა წარადგინა მინისტრთა კაბინეტი. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრობის კანდიდატად დასახელებულ იქნა ბატონი დავით დარახველიძის კანდიდატურა.
არასამთავრობო ორგანიზაციები გამოთქვამენ შეშფოთებას, რომ მინისტრობის კანდიდატის მიერ ამბროლაურის რაიონში ჩატარებული საარჩევნო კამპანიის დროს გამოყენებულ იქნა სიძულვილის ენა და რასისტული გამონათქვამები, ისევე, როგორც აგრესიული ტონი მასმედიასთან ურთიერთობისას. აღნიშნული გამონათქვამები ეწინააღმდეგება ევროპულ ფასეულებებს და ევროინტეგრაციის კურსს, რაც საქართველოს საგარეო პოლიტიკის გაცხადებული პრიორიტეტია და არღვევს ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს.
|
|
მედია სფეროს გაუმჯობესების მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებათა მოკლე მიმოხილვა
|
|
|
პარასკევი, 19 ოქტომბერი 2012
|
კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის“ აერთიანებს 12 არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელთა მიზანია მედიაგარემოს გაუმჯობესება და გამოხატვის თავისუფლების სტანდარტების დაცვის ხელშეწყობა. კოალიციაში გაერთიანებული ორგანიზაციები წელიწადზე მეტია ერთობლივად ვმუშაობთ დასახული მიზნების განსახორციელებლად, ჩვენ შევიმუშავეთ და ხელისუფლებას წარვუდგინეთ არაერთი წინადადება კონკრეტული რეფორმების განხორციელების მიზნით. აღსანიშნავია, რომ ჩვენს ინიციატივებს ნაწილობრივ იზიარებდა მოქმედი ხელისუფლება, თუმცა რჩება მნიშვნელოვანი საკითხები, რომელთა ძირეული გადახედვისა და მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებებისა თუ პრაქტიკული ღონისძიებების გატარების გარეშე შეუძლებელია მედიაგარემოს გაუმჯობესება.
წევრ ორგანიზაციებს შემუშავებული გვაქვს თითოეულ ქვემოთ მითითებულ საკითხზე კონკრეტული წინადადებები, პროექტები და ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის ახალი შემადგენლობა მჭიდროდ ითანამშრომლებს ჩვენთან მედიაგარემოს გაუმჯობესების მიზნით.
1. საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებელ მაუწყებლად ჩამოყალიბება და განვითარება
|
საია 14 ოქტომბერს განმეორებით კენჭისყრას ყველა საარჩევნო უბანზე დააკვირდება
|
|
|
პარასკევი, 12 ოქტომბერი 2012
|
საქართველოს პარლამენტის 1 ოქტომბრის მაჟორიტარული სისტემით არჩევნების განმეორებით კენჭისყრას, რომელიც 2012 წლის 14 ოქტომბერს გაიმართება, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ყველა საარჩევნო უბანზე დააკვირდება.
ორგანიზაციის დამკვირვებლები განმეორებით კენჭისყრას დააკვირდებიან №13 სიღნაღის საარჩევნო ოლქის - №5 საარჩევნო უბანზე, №32 გორის საარჩევნო ოლქის - №4 საარჩევნო უბანზე, №35 ხაშურის საარჩევნო ოლქის - №1, № 2, №3, №8, №9, №10, №13, №45, №46 უბნებზე.
|
საიამ პროკურატურას მსჯავრდებულ ჩიხლაძის განცხადება მიაწოდა და გამოძიების დაწყება მოითხოვა
|
|
|
ხუთშაბათი, 11 ოქტომბერი 2012
|
2012 წლის 28 სექტემბერს მსჯავრდებულმა გიორგი ჩიხლაძემ განცხადებით მიმართა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარეს. განცხადებაში აღწერილია 2011 წლის 30 ივნისს, მსჯავრდებულის დაკავებისას განხორციელებული ადამიანის უფლებების შემლახველი რიგი ქმედებები. მსჯავრდებულ ჩიხლაძის განმარტებით, უკანონო ქმედებებში სხვა პირებთან ერთად დათა ახალაიაც იღებდა მონაწილეობას.
მსჯავრდებულ გიორგი ჩიხლაძის მიერ განცხადებაში მითითებული ფაქტები მოიცავს ინფორმაციას დანაშაულის ნიშნების შესახებ, რომელიც გამოძიების დაწყების საფუძველია. შესაბამისად, დღეს, 11 ოქტომბერს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ მსჯავრდებულის განცხადება მიაწოდა მთავარ პროკურატურას და მოითხოვა გამოძიების დაწყება განცხადებაში მითითებულ ფაქტთან დაკავშირებით.
|
საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და გაერთიანებების მიმართვა სახალხო დამცველის კანდიდატურასთან დაკავშირებით
|
|
|
ხუთშაბათი, 11 ოქტომბერი 2012
|
საქართველოს პარლამენტს,
ჩვენ, საზოგადოებრივი ორგანიზაციები და გაერთიანებები მოგმართავთ წინადადებით, საქართველოს სახალხო დამცველის პოზიციაზე წარადგინოთ და აირჩიოთ თამარ გურჩიანი.
თამარ გურჩიანი არის მაღალი კვალიფიკაციის სამართალმცოდნე და აქვს ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში მუშაობის გამოცდილება. კერძოდ, მრავალი წლის განმავლობაში იგი მონაწილეობდა მედიის თავისუფლების, ხელისუფლების გამჭვირვალობისა და კარგი მმართველობის და სამართლიან არჩევნებთან დაკავშირებულ ადგილობრივ, რეგიონულ და საერთაშორისო პროექტებში.
გარდა პროფესიული გამოცდილებისა, ჩვენი შეფასებით, თამარს აქვს სახალხო დამცველისთვის აუცილებელი პიროვნული თვისებები: იგი არის სამართლიანი, პრინციპული პოლიტიკურად მიუკერძოებელი, აქვს სამოქალაქო გამბედაობა და პასუხისმგებლობა. ის გამოირჩევა თანამშრომლობის, კოლეგების აზრის გათვალისწინებისა და შეთანხმების მიღწევის უნარებით.
|
|
|